კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026

კონფიდენციალურობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლინეას ონლაინ მაღაზიაში.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლიტიკით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლიტიკით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.

ტერმინებს, რომლებიც გამოყენებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენს იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და სხვა მონაცემებით. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, გამოიყენება თქვენთან დასაკავშირებლად ან თქვენი იდენტიფიცირებისთვის.

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

შესვლის მონაცემები

ჩვენ გაცნობებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და რომელსაც ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ-პროტოკოლის (IP) მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებული გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკური მონაცემები.

მომსახურების მომწოდებლები

ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირები — კომპანიები ან ინდივიდები — შემდეგი მიზნებისათვის: მომსახურების გაუმჯობესება; მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით; მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე-მომსახურებების განხორციელება; მომსახურების ანალიზი.

ჩვენ გაცნობებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლოა წვდომა ჰქონდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც მათ აკისრიათ ჩვენ წინაშე. თუმცა, ისინი ვალდებულნი არიან არ გაავრცელონ ან გაამჟღავნონ ეს ინფორმაცია სხვა მიზნით.

უსაფრთხოება

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ვიყენებთ ყველა გონივრულ საშუალებას მის დასაცავად. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლის არცერთი მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო და სანდო, ამიტომ ჩვენ ვერ მოგცემთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

სხვა ვებგვერდების ბმულები

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ვებგვერდების ფუნქციონირებაზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, ამიტომ გირჩევთ გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად არ ვაგებთ პასუხს მესამე პირების ვებგვერდების შინაარსზე, პოლიტიკასა და პრაქტიკაზე.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად გადაიხედოს და შეიცვალოს. გირჩევთ, დროდადრო გაეცნოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ. ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაში შედის lineahome.ge-ზე გამოქვეყნებისთანავე.

კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ.ფოსტა: sopopailodze@gmail.com

მისამართი: ოთარ ჩხეიძის ქ. 12

კომუნიკაცია

ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, სარეკლამო შეთავაზებებისა და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება გამოგეგზავნოთ ჩვენგან. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ მსგავსი ინფორმაციის მიღებაზე, შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით ელ.ფოსტაზე: sopopailodze@gmail.com

შეძენა/ყიდვა

თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი სერვისის საშუალებით („შესყიდვა“), შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ და გარანტიას იძლევით, რომ:

გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი ან გადახდის სხვა მეთოდი, რომელიც გამოიყენება შესყიდვისას;

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, ზუსტი და სრული.

გადახდისა და შესყიდვის პროცესის განსახორციელებლად, შესაძლოა საჭირო გახდეს მესამე მხარის სერვისების გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას გადავცეთ ეს ინფორმაცია შესაბამის მესამე მხარეს, ამ პოლიტიკის ფარგლებში.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის პროდუქტის ხელმისაწვდომობის, ფასის ან აღწერის შეცდომის, შეკვეთაში არსებული ხარვეზის ან სხვა მიზეზების შემთხვევაში.

ასევე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ შეკვეთა თაღლითური, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციის ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

შემადგენლობა/კონტენტი

ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, წარმოადგენს ლინეას საკუთრებას ან გამოიყენება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ კომერციული მიზნებისთვის ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

აკრძალული გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და მოქმედი წესებისა და პირობების შესაბამისად.

ანალიტიკა

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურებები ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

ანგარიშები

როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებგვერდზე, ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, სრული და აქტუალური. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის გაუქმება.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე და ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობაზე.

თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების შესახებ.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევაჩეროთ შეკვეთები, წავშალოთ ან შევცვალოთ შინაარსი ჩვენი შეხედულებისამებრ.

მარეგულირებელი კანონი

წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან ძალადაკარგულად ჩაითვლება, დანარჩენი დებულებები ძალაში დარჩება.

დასტური/თანხმობა

ჩვენი სერვისის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაეცანით და ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციისას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას კომპანიის მიერ სპეციალური შეთავაზებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.